წესები და პირობები


წესები, პირობები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის (GDPR) პოლიტიკა

PODCASTSTUDIO.GE - ი/მ ლია ლომაძე (პ/ნ: 01601106794)

1. ზოგადი დებულებები და თანხმობა

1.1. წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს ი/მ ლია ლომაძის (პ/ნ: 01601106794, მისამართი: ქ. თბილისი, პაოლო იაშვილის ქ. #4, შემდგომში - „მიმწოდებელი“ ან „სტუდია“) ვებგვერდის, კლიენტთა პორტალის (podcaststudio.ge / pm.podcaststudio.ge) გამოყენების, სტუდიური მომსახურების გაწევის (SLA) და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების (GDPR) წესებს.
1.2. პორტალზე რეგისტრაცია, ელექტრონული თანხმობის მონიშვნა, სტუდიური ჯავშნის დადასტურება ან ავანსის გადახდა ავტომატურად გულისხმობს მომხმარებლის / შემსყიდველის (შემდგომში - „შემსყიდველი“) სრულ თანხმობას წინამდებარე წესებზე, ტექნიკურ რეგლამენტსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე.
1.3. ინდივიდუალური ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, კონკრეტული პაკეტის მოცულობა და ტარიფები განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებითა და მისი დანართით, ხოლო ყველა სხვა საერთო ტექნიკური და სამართლებრივი პირობა რეგულირდება წინამდებარე დოკუმენტით.

2. ტერმინთა განმარტება

2.1. სტუდიური საათი (სარეზერვაციო დრო / სესია) - დროის მონაკვეთი (60 წუთი), რომლის განმავლობაშიც შემსყიდველს ეთმობა სტუდიის სივრცე, ტექნიკური აღჭურვილობა და შესაბამისი პერსონალის მომსახურება. „სტუდიური საათი“ გულისხმობს სტუდიაში დაჯავშნილ და ფაქტობრივად გამოყენებულ ფიზიკურ დროს (მომზადების, ტესტირების, რამდენიმე დუბლის ჩაწერის, შეჩერებებისა და ტექნიკური პაუზების ჩათვლით) და არ წარმოადგენს საბოლოო ჩანაწერის (ქრონომეტრაჟის) ხანგრძლივობას. მომსახურების ღირებულების დათვლა ხდება გამოყენებული / დაჯავშნილი სტუდიური საათების მიხედვით, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წუთი გამოსაყენებელი მასალა იქნა მიღებული აღნიშნულ დროში (მაგ: 1 სტუდიური საათის ფარგლებში მიღებული 40-წუთიანი ჩანაწერი ტარიფიცირდება როგორც სრული 1 სტუდიური საათი).
2.2. ნედლი მასალა (Raw Data / Source Files) - ჩაწერის პროცესში კამერებიდან და აუდიო ინტერფეისებიდან დაფიქსირებული დაუმუშავებელი, პირველადი ვიდეო და აუდიო ფაილები (ISO ჩანაწერები, ცალკეული აუდიო ტრეკები) მონტაჟის, ფერისა და ხმის დამუშავების გარეშე.
2.3. საბოლოო პროდუქტი (Master File / Final Cut) - შეთანხმებული ტექნიკური პარამეტრების მიხედვით დამუშავებული (დამონტაჟებული, გაფერადებული, ხმაგასწორებული) მზა ვიდეო/აუდიო ფაილი, რომელიც გადაეცემა შემსყიდველს.
2.4. პოსტ-პროდაქშენი (დამუშავება/მონტაჟი) - ჩაწერილი მასალის რედაქტირების პროცესი, რომელიც მოიცავს კამერების სინქრონიზაციას (Multicam), ჭრას, ტიტრების/გრაფიკის დადებას, ფერის საბაზისო კორექციას და ხმის მასტერინგს.
2.5. სტანდარტული რილსი (Reels / Shorts) - ეპიზოდიდან ამოჭრილი ერთი უნიკალური, კონტენტულად შინაარსობრივი, უწყვეტი მონაკვეთი (მაქსიმუმ 3 წუთამდე), რომელიც ადაპტირებულია ვერტიკალურ ფორმატზე (9:16) და გაფორმებულია დინამიური სუბტიტრებით.
2.6. შესწორების რაუნდი (Revision Round) - შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი კონკრეტული წერილობითი შენიშვნებისა და ცვლილებების ერთობლიობა პირველად დამონტაჟებულ ვერსიაზე.
2.7. ზეგანაკვეთური დრო (Overtime) - დაჯავშნილი სტუდიური დროის გადაცილება შემსყიდველის მიზეზით.
2.8. ფაილების შენახვის ვადა (Data Retention) - პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია შეინახოს ნედლი და დამუშავებული მასალა საკუთარ მყარ დისკებზე/სერვერზე. ვადის გასვლის შემდეგ სტუდია თავისუფლდება ფაილების შენახვის პასუხისმგებლობისგან.

3. ჯავშნის, გამოცხადების, გაუქმებისა და ზეგანაკვეთური დროის წესი

  • სტუდიაში გამოცხადება: პირველ სესიაზე, განათებისა და კადრის მორგების მიზნით, შემსყიდველი ცხადდება ჩაწერამდე 1 საათით ადრე, ხოლო მომდევნო ეპიზოდებზე - 15 წუთით ადრე.
  • უფასო გადადება (24 საათით ადრე): შემსყიდველი უფლებამოსილია თითოეულ დაჯავშნილ სესიაზე ერთჯერადად, უფასოდ შეცვალოს ჩაწერის თარიღი/დრო ჩაწერის დაწყებამდე არანაკლებ 24 საათით ადრე წერილობითი შეტყობინების პირობით.
  • 24 საათზე ნაკლებ ვადაში გაუქმება ან გამოუცხადებლობა: ჩაწერის დაწყებამდე 24 საათზე ნაკლებ ვადაში სესიის გადადების, გაუქმების ან სტუდიაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, აღნიშნული სესია ითვლება გაცდენილ სტუდიურ ჯავშნად (ქირავნობად) და შემსყიდველს ეკისრება სტუდიის საფასური 200 ლარის ოდენობით (რომელიც ემატება ინვოისს ან იქვითება წინასწარ გადახდილი ბალანსიდან/პაკეტიდან).
  • განმეორებითი გადადება (24 საათზე ადრე): ერთი და იმავე დაჯავშნილი სესიის 24 საათზე ადრე ზედიზედ მეორედ ან მეტჯერ გადადების შემთხვევაში, ყოველ ასეთ განმეორებით ცვლილებაზე შემსყიდველს ეკისრება კალენდრის დაბლოკვის/გაცდენის საფასური 100 ლარის ოდენობით.
  • დაგვიანება და ზეგანაკვეთური დრო (Overtime): შემსყიდველის დაგვიანება არ ახანგრძლივებს სესიას ჯავშნის დასრულების დროის მიღმა. სტუდიური დროის გადაცილებისას (თავისუფალი დროის არსებობის პირობებში), 15 წუთზე მეტი გადაცილება მრგვალდება სტუდიურ ნახევარ საათამდე (100 ლარი), ხოლო 30 წუთზე მეტი გადაცილება - სრულ სტუდიურ საათამდე (200 ლარი).
  • პაკეტური სესიების ათვისება: წინასწარი გადახდის ან ფიქსირებული თვიური პაკეტის შემთხვევაში, აუთვისებელი სესიები მომდევნო თვეზე არ გადადის, თუ მხარეთა შორის ინდივიდუალურად სხვაგვარად არ არის შეთანხმებული.

4. სტუდიის ტექნიკური რეგლამენტი და პოსტ-პროდაქშენის პირობები (SLA)

  • კადრისა და განათების წინასწარი დადასტურება: ჩაწერის დაწყებამდე (პირველ „REC“-ზე დაჭერამდე), შემსყიდველი ოპერატორთან ერთად სტუდიაში არსებულ ეკრანზე (მონიტორზე), სადაც მკაფიოდ ჩანს თითოეული კამერის კადრი, ეცნობა და ადასტურებს კადრის კომპოზიციას, რაკურსს, განათების სქემასა და ფერთა საბაზისო ტემპერატურას (თბილი, ცივი ან ნეიტრალური სეტი). ვინაიდან კამერა გამოსახულებას ფიზიკურად იწერს სეტზე შერჩეული განათების სპექტრით, გადაღების დასრულების შემდეგ ტონალობის რადიკალური ცვლილება (მაგალითად, ცივი განათების თბილ ფერებში გადაყვანა ან პირიქით) ტექნიკურად ვერ უზრუნველყოფს ხარისხის დაკარგვის გარეშე შესრულებას და სტუდია მსგავს ცვლილებებზე პასუხისმგებლობას არ იღებს.
  • ფერთა კორექცია, VFX და გარეგნული ფაქტორები: სტანდარტული მონტაჟი მოიცავს მხოლოდ საბაზისო ფერთა კორექციას (Basic Color Grading). პაკეტში არ შედის სახისა და კანის ლოკალური რეტუში (Face Masking, Beauty-ფილტრები, სახის ხელოვნური დაბლარვა) ან კადრიდან ობიექტების წაშლა - მსგავსი ჩარევა საჭიროებს დამატებით VFX მომსახურებას და ანაზღაურდება ცალკე ტარიფით. სტუდიის გზამკვლევით გათვალისწინებული რეკომენდაციების შეუსრულებლობით გამოწვეული ეფექტები (მაგ.: წვრილი ზოლებით გამოწვეული „მუარის ეფექტი“, მუქ ფონთან შავი ტანსაცმლის შერწყმა, ხმაურიანი სამკაულების ჟღარუნი მიკროფონში, სახის კანის სიპრიალე/ჰაილაითერი) არ წარმოადგენს სტუდიის ტექნიკურ ხარვეზს.
  • ჩაბარების ვადა და ავტომატური დადასტურება: სრული ეპიზოდის პირველადი მონტაჟი შემსყიდველს ეგზავნება ჩაწერიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა (თუ ინდივიდუალურად სხვა ვადა არ არის შეთანხმებული). თუ მასალის ატვირთვიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში შემსყიდველი არ დააფიქსირებს შენიშვნებს ან დადასტურებას, მომსახურება ითვლება სრულად და უპრეტენზიოდ ჩაბარებულად.
  • ეტაპობრივი ჩაბარება: რილსების, შორთსებისა და თიზერის/ანონსის დაჭრა იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შემსყიდველი წერილობით (ან Krock.io პლატფორმაზე) დაადასტურებს სრული ვიდეოს მონტაჟს.
  • Krock.io პლატფორმაზე მუშაობის წესი და რევიზიები: სტანდარტულ პაკეტში შედის კორექტირების 1 (ერთი) უფასო რაუნდი (კონკრეტული ტაიმკოდების ამოჭრა ან მცირე ტექნიკური შესწორება; ვიდეოს სტილის ან ფერის თავიდან გადაწყობა წარმოადგენს დამატებით ფასიან მომსახურებას). სამონტაჟო მასალის განხილვა და რევიზიების მოთხოვნა ხორციელდება პლატფორმა Krock.io-ზე (გაიდი: https://pm.podcaststudio.ge/video-review.html), საიდანაც კომენტარები ავტომატურად ხვდება მემონტაჟის თაიმლაინზე და უზრუნველყოფს 24-საათიან რეაგირების დროს (სამუშაო დღეებში). თუ შემსყიდველი რევიზიას ახორციელებს პლატფორმის გარეთ (Messenger, WhatsApp, Telegram და ა.შ.), რეაგირების დრო 24 საათის ნაცვლად ხდება 72 (სამოცდათორმეტი) საათი.
  • გარე მონტაჟი (აკრძალულია): სრული პოსტ-პროდაქშენის პაკეტის ფარგლებში გარე მემონტაჟის ჩართვა დაუშვებელია. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი წაიღებს მასალას სხვა მემონტაჟესთან, სტუდია ასრულებს პოსტ-პროდაქშენ მომსახურებას აღნიშნულ ეპიზოდზე (გარე პირის მიერ აწყობილი ვიდეოდან რილსები და ანონსები აღარ იჭრება).
  • ნედლი მასალის (RAW) გადაცემა და გადახდის წესი: ნედლი მასალა (RAW) არ შედის სტანდარტულ პაკეტში. მისი შეძენის სურვილის შემთხვევაში, მოთხოვნის დაფიქსირება და საფასურის გადახდა სავალდებულოა სესიის დაჯავშნის დროს ან უშუალოდ ჩაწერის დღესვე.
  • ფაილების შენახვა (Data Retention): ნედლი და მზა დამუშავებული მასალა მიმწოდებლის სერვერზე/დისკებზე ინახება საბოლოო პროდუქტის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში, რის შემდეგაც ავტომატურად იშლება და სტუდია თავისუფლდება მისი შენახვის პასუხისმგებლობისგან.

5. ინტელექტუალური საკუთრება და კონტენტზე პასუხისმგებლობა

5.1. მომსახურების ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ, შექმნილ საბოლოო პროდუქტზე (Master File) ქონებრივი საავტორო უფლებები სრულად გადადის შემსყიდველზე.
5.2. მიმწოდებელს უფლება აქვს გამოიყენოს დამუშავებული მასალის მოკლე ფრაგმენტები (მაქსიმუმ 1 წუთამდე ხანგრძლივობით) საკუთარი პორტფოლიოსა და სტუდიის პრომოუშენის მიზნით, თუ შემსყიდველი წერილობით არ მოითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას.
5.3. გადაცემის შინაარსზე, სტუმრებისა და წამყვანების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე, აგრეთვე შემსყიდველის მიერ მოწოდებულ მუსიკალურ თუ ვიზუალურ მასალებზე საავტორო უფლებების დაცვაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება შემსყიდველს.

6. კლიენტთა პორტალის გამოყენება, ელექტრონული ხელმოწერა და ანგარიშსწორება

6.1. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა: კლიენტთა პორტალზე (CRM) განხორციელებული მოქმედებები - შეთავაზებების (Proposals/Estimates) დადასტურება, ხელშეკრულებებზე მარტივი ელექტრონული ხელმოწერა (Simple Electronic Signature) და ინვოისების მიღება - ატარებს სრულ იურიდიულ ძალას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6.2. ანგარიშის უსაფრთხოება: მომხმარებელი პასუხისმგებელია პორტალზე საკუთარი ავტორიზაციის მონაცემების (ლოგინი/პაროლი) კონფიდენციალურობის დაცვაზე და მისი ანგარიშიდან განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.
6.3. ანგარიშსწორება და პირგასამტეხლო: მიმწოდებელი არ წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელ პირს. ანგარიშსწორების ან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით.

7. პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა (GDPR)

7.1. სამართლებრივი საფუძველი: მიმწოდებელი ამუშავებს მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR - Regulation (EU) 2016/679) პრინციპებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
7.2. შეგროვებული მონაცემების კატეგორიები: მომსახურების გაწევისა და პორტალის ფუნქციონირებისთვის მუშავდება შემდეგი მონაცემები:

  • საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;
  • საკონტაქტო მონაცემები: ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქტობრივი/იურიდიული მისამართი;
  • ფინანსური მონაცემები: საბანკო რეკვიზიტები, ინვოისებისა და გადახდების ისტორია;
  • აუდიო-ვიდეო მონაცემები: სტუდიური ჩაწერის ფარგლებში დაფიქსირებული გამოსახულება და ხმა;
  • ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, პორტალში ავტორიზაციისა და ელექტრონული ხელმოწერის დროის ჩანაწერები (Logs), აგრეთვე პორტალის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი სესიის Cookies (მზა ჩანაწერები).

7.3. მონაცემთა დამუშავების მიზნები: მონაცემები მუშავდება მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის - ხელშეკრულებების გაფორმება და შესრულება, სტუდიური განრიგის მართვა, პოსტ-პროდაქშენისა და რევიზიების პროცესის წარმართვა, ინვოისირება, საგადასახადო/ბუღალტრული ვალდებულებების შესრულება, ტექნიკური მხარდაჭერა და სისტემის უსაფრთხოების დაცვა.
7.4. მონაცემთა გაზიარება მესამე პირებთან: მიმწოდებელი არ ყიდის და არ გადასცემს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს მარკეტინგული მიზნით. მონაცემები შესაძლოა გაზიარდეს მხოლოდ მომსახურების შესრულებისთვის აუცილებელ ტექნიკურ პარტნიორებთან (მაგ.: ვიდეო-რევიზიის პლატფორმა Krock.io, ელექტრონული ფოსტისა და სერვერული ჰოსტინგის პროვაიდერები, მომსახურე ბანკები) და სახელმწიფო/საგადასახადო ორგანოებთან კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7.5. მონაცემთა შენახვის ვადები: აუდიო-ვიდეო მასალა ინახება ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში; საბუღალტრო, საგადასახადო და სახელშეკრულებო დოკუმენტაცია ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადით (6 წლამდე); პორტალის პროფილის მონაცემები ინახება თანამშრომლობის დასრულებამდე ან მომხმარებლის მიერ წაშლის მოთხოვნამდე.
7.6. მომხმარებლის უფლებები (GDPR): პორტალის GDPR ფუნქციონალის ან წერილობითი მიმართვის საშუალებით, მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს უფლება:

  • წვდომის უფლება: მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე;
  • შესწორების უფლება: მოითხოვოს არაზუსტი ან არასრული მონაცემების გასწორება და განახლება;
  • წაშლის უფლება („დავიწყების უფლება“): მოითხოვოს პერსონალური მონაცემების წაშლა, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთა შენახვაც მიმწოდებელს კანონით (მაგ. საგადასახადო კოდექსით) ევალება;
  • დამუშავების შეზღუდვისა და გაპროტესტების უფლება: მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება ან შეწყვეტა;
  • მონაცემთა პორტაბელურობის უფლება: მოითხოვოს და ჩამოტვირთოს საკუთარი მონაცემები სტრუქტურირებულ, მანქანით წაკითხვად ფორმატში;
  • თანხმობის გამოთხოვის უფლება: ნებისმიერ დროს გამოითხოვოს მონაცემთა დამუშავებაზე გაცემული თანხმობა (რაც არ აუქმებს გამოთხოვამდე განხორციელებული დამუშავების კანონიერებას).

8. ცვლილებები, დავების გადაწყვეტა და საკონტაქტო ინფორმაცია

8.1. მიმწოდებელი იტოვებს უფლებას საჭიროებისამებრ განაახლოს წინამდებარე წესები და პოლიტიკა. განახლებული რედაქცია ძალაში შედის ვებგვერდზე/პორტალზე გამოქვეყნებისთანავე.
8.2. მხარეთა შორის წამოჭრილი ყველა დავა წყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში - საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო წესით.
8.3. მონაცემთა დამმუშავებლის / მიმწოდებლის საკონტაქტო რეკვიზიტები (GDPR მოთხოვნებისთვის):
ი/მ ლია ლომაძე (პ/ნ: 01601106794)
მისამართი: ქ. თბილისი, პაოლო იაშვილის ქ. #4
ტელეფონი: 599 163 123
ელ-ფოსტა: info@podcaststudio.ge

× Preview