ვიდეო მასალის ჩასწორების წესები და Krock.io-ს ინსტრუქცია
მოგესალმებით! იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა იყოს მაქსიმალურად სწრაფი, ეფექტური და კომფორტული, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ვიდეოების ჩასწორების პოლიტიკასა და Krock.io პლატფორმის გამოყენების ნაბიჯებს.
ჩასწორების წესები და პოლიტიკა
პირველადი შესწორება
ვიდეოს (პოდკასტის) მიღების შემდეგ, უფლება გაქვთ მოითხოვოთ მსუბუქი კორექტირებები:
- ფერების კორექცია და ხმის დონის რეგულირება (აწევა/დაწევა)
- ლოგოს შეცვლა/დამატება და ფონური მუსიკის შესწორება
- 2 რილსის (Reels) მონიშვნა (თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული)
ერთჯერადი გაგზავნის პრინციპი
ყველა თქვენი სურვილი, შენიშვნა და მონიშვნა აუცილებელია დააფიქსიროთ ერთ ჯერზე.
მეორე რაუნდი (+25% ღირებულება)
მას შემდეგ, რაც პროექტს მისცემთ სტატუსს "Need Changes", ნებისმიერი ახალი ცვლილების დამატება მოგვიანებით ჩაითვლება შესწორების მეორე რაუნდად.
როდის არის მეორე რაუნდი უფასო?
მეორე რაუნდის საფასური არ დაგერიცხებათ, თუ:
- • დაფიქსირდა სტუდიის მხრიდან ტექნიკური უზუსტობა.
- • სტუდიამ გამოტოვა თქვენი მონიშვნა (მაგ: 10 დატოვებული კომენტარიდან შესრულდა მხოლოდ 9).
Krock.io-ს ვიდეო სახელმძღვანელო
ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია ეფექტური კომუნიკაციისთვის
პირველი კომენტარი, რილსების მონიშვნა და დროის მითითება
ამ ვიდეოში ნახავთ, თუ როგორ უნდა დაარეგისტრიროთ თქვენი სახელი და დაიწყოთ შენიშვნების დატოვება Krock.io-ში.
წითელი ფანქარი და ვიზუალური მონიშვნა
ისწავლეთ, როგორ მოხაზოთ ვიდეოზე კონკრეტული ობიექტები ან დეტალები, რათა მემონტაჟემ ზუსტად გაიგოს რა მოგწონთ ან არ მოგწონთ.
წასაშლელი მონაკვეთები და "Need Changes" გაგზავნა
ნახეთ, როგორ მონიშნოთ ვიდეოდან ამოსაჭრელი/წასაშლელი ფრაგმენტები და როგორ გადაამოწმოთ სრული სია "Need Changes" სტატუსის მიცემამდე.
რედაქტირებული ვერსიის (v2, v3) გადამოწმება და გადმოწერა
მას შემდეგ, რაც სტუდია განახორციელებს ცვლილებებს, ნახეთ როგორ გადართოთ ახალ ვერსიაზე და ჩამოტვირთოთ საბოლოო ფაილი.
📋 შემოწმების სია "Need Changes"-ის დაჭერამდე
დარწმუნდით, რომ დატოვეთ ყველა კომენტარი, მოხაზეთ დეტალები წითელი ფანქრით და მიუთითეთ Reels-ები ერთჯერადად, რათა თავიდან აიცილოთ მეორე რაუნდის დამატებითი ღირებულება (+25%).